Sunday, November 30, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დავამუშავეთ ინტერნეტ საკითხები, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ავტვირთეთ ბლოგზე.
Friday, November 28, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
poverpoint-ის გამოყენებით გავამზადეთ პროექტის მასწავლებლის პრეზენტაცია. გავეცანით Google Drive -ში მუშაობას.გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს.
უპასუხეთ კითხვებს
- რას უდრის ადგილობრივი ქვესადგურებიდან მოწოდებული ძაბვა?
- მიმდევრობითი თუ პარალელური შეერთებით არის დაკავშირებული :ქსელის შემადგენელი წრედები ერთმანეთთან?თითოეული წრედი ჩამრთველთან? ნათურები ოთახებში? ჭაღებში? ახსენი რატომ
- ნებისმიერი შტეფცელი ან ნათურა ფაზასა და ნულს შორისაა ჩართული. ახსენი რატომ?
- რა საფრთხეს უქმნის ადამიანს დაზიანებულ ფაზის მავთულთან შეხება?
- ელექტროუსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამზარეულოში და აბაზანაში. რატომ?
- სავალდებულოა თუ არა ხელსაწყოს დამიწება, რომელსაც არ გააჩნია ლითონის გარეგანი ნაწილები?
- რა საფრთხეს უქმნის უთოს ან სარეცხი მანქანის ფაზის მავთულის გაშიშვლება და მისი ლითონის კორპუსთან შეხება? რატომ არის აუცილებელი , ასეთ ხელსაწყოს ჰქონდეს დამიწების მავთული? ახსენი.
- როგორ უერთდება (მიმდევრობით თუ პარალელურად) დამცველი ხელსაწყოს? აუცილებელია თუ არა დამცველის ფაზის მავთულთან შეერთება.
- იმუშავებს თუ არა ხელსაწყო თუ მოხდა ფაზისა და ნულის არასწორი შეერთება? რა საფრთხეს უქმნის ასეთი შეერთება მომხმარებელს? შეასრულებს თუ არა დამცველი თავის ფუნქციას? .
მადუღარა
ვთქვათ მუშაობთ კომპანიაში, ღომელიზ ელექტრო–გამათბობელ ხელსაწყოებს უშვებს.დაგავალეს მინი–მადუღარას შექმნა, რომელიც ტოლჩაში ეტევა, 12 ვ ძაბვის წყაროსაგან იკვებება და ავტომობილში ცხელი სასმელების დასამზადებლადაა გამიზნული.
- შენი კომპანიის კონკურენტი კომპანია ამზადებს მსგავს მადუღარას, რომლის სიმძლავრე 50 ვტ–ია.როგორი უნდა იყოსშენს მიერ დამზადებული მადუღარას სიმძლავრე?
- მოიფიქრე,როგორ შეძლებ გააუმჯობესო მადუღარა.რა ნივთიერებისგან დამზადებულ სპირალს მიანიჭებ უპირატესობას? რა შედეგს მოგზემს სასურველი ელემენტის სპირალისსიგრძის შეცვლა?
- მოიფიქრე, როგორ განსაზღვრავ წყლისთვის გადაცემულ ენერგიას; სპირალში გამავალ დენის მიერ შესრულებულ მუშაობას (დაგჭირდება ამპერმეტრი და ვოლტმეტრი) და მადუღარას სიმძლავრეს.
- დავუშვათ, მადუღარას სიმძლავრეა 60 ვტ. რა ენერგიას გარდაქმნის მადუღარა წამში? რა დროში აადუღებს ერთ ტოლჩა წყალს?
ელექტროჩაიდანი
ორივე ჩაიდანში უნდა ადუღდეს წყალი. ორივე მათგანის მოცულობაა1700 სმ3.ორივე ჩაიდანს 2,4 კვტ–იანი სპირალი აქვს.
- რა სიდიდის დენი გაივლის თითოეულ ჩაიდანში ქსელში ჩართვისას?
- მაღალ ჩაიდანში სპირალი უფრო მოკლეა. რა შეიძლება ითქვას სპირალის სისქეზე?
- რა ენერგიაა საჭირო თითოეულ ჩაიდანშიწყლის ასადუღებლად?
- როგორ განსაზღვრავ, თუ რა დრო დასჭირდება წყლის ადუღებას?
- სინამდვილეში დროის ეს მონაკვეთი უფრო ხანგრძლივია. რატომ/
- თუ სპირალი წყლით დაფარული არ არის, ჩაიდანის გამოყენება სახიფათოა. რატომ?
- როგორი ფორმის ჩაიდანი უნდა შევარჩიოთ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით?
უთო
უთოს ზედმეტი გახურებისგან თერმორეგულატორი იცავს.თერმორეგულატორი შედგება ბიმეტალური ფირფიტის, კონტაქტებისა და ტემპერატურის სარეგულირებელი საბრუნავი სახელურისაგან.
- მოიძიე ძველი უთო, დაშალე, დაათვალიერე: აღწერე როდის ხდება ქსელში მისი ჩართვა და ამორთვა.
- ახსენი, რა არის მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი და როგორ შეიძლება მისი შეკეთება.
თმის საშრობი (ფენი)
სქემის ნიხედვით ახსენი: რა ხდება:
- I, II და III ჩამრთველის ჩართვის შემთხვევაში; II და III ჩამრთველის ჩართვის შემთხვევაში; მხოლოდ III ჩამრთველის ჩართვის შემთხვევაში.
- გამოთვალე: ა) თმის საშრობის მ.ქ.კ. ბ)საშრობის მიერ 10 წთ–ის განმავლობაში მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულება.
ბალახის საკრეჭი მანქანა
ორი სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული ბალახის საკრეჭი მანქანის მონაცემების მიხედვით:
- გამოთვალე მანქანების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება (1კვტ.სთ=13 თეთრი).
- დაასახელე ორი მიზეზი, რის გამოც მომხმარებელი უპირატესობას მეორე მანქანას ანიჭებს.
ნა
Wednesday, November 26, 2014
მიმართულების მიმზემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
- როგორ შემიძლია მოვახდინო ზეგავლენა მოვლენებზე? რატომ უნდა გავაკეთო ეს საქმე?
თემატური კითხვა
- რატომ არის ელ ენერგია ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
- რა როლი აქვს ელ ტექნიკას ადამიანის ცხოვრებაში?
- როგორ შევარჩიოთ უკეთესი ტექნიკა?
- რა გავლენას ახდენს ტექნიკის განვითარება ყოფა–ცხოვრებაზე?
შინაარსობრივი კითხვა
- როგორ გამოვიანგარიშოთ ენერგიის დანახარჯი?
- დაფიქრდი, რა მოხდება თუ მავთულში დასაშვებზე მეტი დენი გაივლის?
- მოიფიქრე, როგორ განსაზღვრავ წყლისთვის გადაცემულ ენერგიას?
- რა დაგვჭირდება სპირალში გამავალი დენის მიერ შესრულებული მუშაობის და მადუღარას სიმძლავრის განსასაზღვრად?
- რისთვის არის საჭირო დმიწების მავთული?
Friday, November 14, 2014
ჩემი პროექტის იდეა
მეცნიერება და ტექნოლოგიები ვითარდება.ელექტრობა არის ის, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა პროგრესი ყველა სფეროში.არა მარტო ელექტრობა ახდენს გავლენას პროგრესზე, არამედ პროგრესიც იწვევს ელექტროტექნიკის განვითარებას.მოსწავლეები ახსნიან ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარებული ელექტრული ხელსაწყოების მოქმედების პრინციპს.მოიპოვებენ ინფორმაციას სხვადასხვატიპის ელექტრული ხელსაწყოების შექმნასა და განვითარებაზე. გამოიკვლევენ მათ გავლენას საზოგადოების განვითარებაზე და გარემოზე..
Subscribe to:
Posts (Atom)