Friday, November 28, 2014

უპასუხეთ კითხვებს

  • რას უდრის ადგილობრივი ქვესადგურებიდან მოწოდებული ძაბვა?
  • მიმდევრობითი თუ პარალელური შეერთებით არის დაკავშირებული :ქსელის შემადგენელი წრედები ერთმანეთთან?თითოეული წრედი ჩამრთველთან? ნათურები ოთახებში? ჭაღებში? ახსენი რატომ
  • ნებისმიერი შტეფცელი ან ნათურა ფაზასა და ნულს შორისაა ჩართული. ახსენი რატომ?
  • რა საფრთხეს უქმნის ადამიანს დაზიანებულ ფაზის მავთულთან შეხება?
  • ელექტროუსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამზარეულოში და აბაზანაში. რატომ?
  • სავალდებულოა თუ არა ხელსაწყოს დამიწება, რომელსაც არ გააჩნია ლითონის გარეგანი ნაწილები?
  • რა საფრთხეს უქმნის უთოს ან სარეცხი მანქანის ფაზის მავთულის გაშიშვლება და მისი ლითონის კორპუსთან შეხება? რატომ არის აუცილებელი , ასეთ ხელსაწყოს ჰქონდეს დამიწების მავთული? ახსენი.
  • როგორ უერთდება (მიმდევრობით თუ პარალელურად) დამცველი ხელსაწყოს? აუცილებელია თუ არა დამცველის ფაზის მავთულთან შეერთება.
  • იმუშავებს თუ არა ხელსაწყო თუ მოხდა ფაზისა და ნულის არასწორი შეერთება? რა საფრთხეს უქმნის ასეთი შეერთება მომხმარებელს? შეასრულებს თუ არა დამცველი თავის ფუნქციას? .     



მადუღარა
                 
              ვთქვათ მუშაობთ კომპანიაში, ღომელიზ ელექტრო–გამათბობელ ხელსაწყოებს უშვებს.დაგავალეს მინი–მადუღარას შექმნა, რომელიც ტოლჩაში ეტევა, 12 ვ ძაბვის წყაროსაგან იკვებება და ავტომობილში ცხელი სასმელების დასამზადებლადაა გამიზნული.
  1. შენი კომპანიის კონკურენტი კომპანია ამზადებს მსგავს მადუღარას, რომლის სიმძლავრე 50 ვტ–ია.როგორი უნდა იყოსშენს მიერ დამზადებული მადუღარას სიმძლავრე?
  2. მოიფიქრე,როგორ შეძლებ გააუმჯობესო მადუღარა.რა ნივთიერებისგან დამზადებულ სპირალს მიანიჭებ უპირატესობას? რა შედეგს მოგზემს  სასურველი ელემენტის სპირალისსიგრძის შეცვლა?
  3. მოიფიქრე, როგორ განსაზღვრავ წყლისთვის გადაცემულ ენერგიას; სპირალში გამავალ დენის მიერ შესრულებულ მუშაობას (დაგჭირდება ამპერმეტრი და ვოლტმეტრი) და მადუღარას სიმძლავრეს.
  • დავუშვათ, მადუღარას სიმძლავრეა 60 ვტ. რა ენერგიას გარდაქმნის მადუღარა წამში? რა დროში აადუღებს ერთ ტოლჩა წყალს?     


ელექტროჩაიდანი

              ორივე ჩაიდანში უნდა ადუღდეს წყალი. ორივე მათგანის მოცულობაა1700 სმ3.ორივე ჩაიდანს 2,4 კვტ–იანი სპირალი აქვს.
  1. რა სიდიდის დენი გაივლის თითოეულ ჩაიდანში ქსელში ჩართვისას?
  2. მაღალ ჩაიდანში სპირალი უფრო მოკლეა. რა შეიძლება ითქვას სპირალის სისქეზე?
  3. რა ენერგიაა საჭირო თითოეულ ჩაიდანშიწყლის ასადუღებლად?
  4. როგორ განსაზღვრავ, თუ რა დრო დასჭირდება წყლის ადუღებას?
  5. სინამდვილეში დროის ეს მონაკვეთი უფრო ხანგრძლივია. რატომ/
  6. თუ სპირალი წყლით დაფარული არ არის, ჩაიდანის გამოყენება სახიფათოა. რატომ?
  7. როგორი ფორმის ჩაიდანი უნდა შევარჩიოთ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით?


 უთო

             უთოს ზედმეტი გახურებისგან თერმორეგულატორი იცავს.თერმორეგულატორი შედგება ბიმეტალური ფირფიტის, კონტაქტებისა და ტემპერატურის სარეგულირებელი საბრუნავი სახელურისაგან.
  1. მოიძიე ძველი უთო, დაშალე, დაათვალიერე: აღწერე როდის ხდება ქსელში მისი ჩართვა და ამორთვა.
  2. ახსენი, რა არის მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი და როგორ შეიძლება მისი შეკეთება.        


თმის საშრობი (ფენი)

                  სქემის ნიხედვით ახსენი: რა ხდება:
  1. I, II  და III  ჩამრთველის ჩართვის შემთხვევაში;  II  და  III  ჩამრთველის ჩართვის შემთხვევაში;  მხოლოდ  III  ჩამრთველის ჩართვის შემთხვევაში.
  2. გამოთვალე: ა) თმის საშრობის  მ.ქ.კ.  ბ)საშრობის მიერ  10 წთ–ის განმავლობაში მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულება.


ბალახის საკრეჭი მანქანა
                 
                    ორი სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული ბალახის საკრეჭი მანქანის მონაცემების მიხედვით:
  1. გამოთვალე მანქანების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება (1კვტ.სთ=13 თეთრი).
  2. დაასახელე ორი მიზეზი, რის გამოც მომხმარებელი უპირატესობას მეორე მანქანას ანიჭებს. 


ნა










No comments:

Post a Comment